ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

0

11850719_1003926239668495_721967409311341036_oახალი სამუზეუმო -საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ბორცვზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება, ბოლნისის სამუზეუმო სივრცის პროექტირებაზე დღეს კულტურის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი უძღვებოდა. კონკურსი ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული კონცეფციისა და ტექნიკურ დავალებებზე დაყრდნობით გამოცხადება. მისი ძირითადი ფუნქციები იქნება როგორც არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია, ასევე რეგიონში ტურისმის განვითარება.

საუკეთესო საკონკურსო წინადადებას სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებითა და მოწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. დაინტერესებულ სუბიექტებს კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკონკურსო წინადადების წარდგენა 15 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ბრიფინგის დასასრულს მიხეილ გიორგაძემ გაწეული სამუშაოებისა და ენთუზიაზმისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს მადლობა გადაუხადა. ბოლნისში თანამედროვე სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებასა და მშენებლობას კომპანია „არემჯი“ დააფინანსებს.


Share.

Comments are closed.