ბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

0

11412039_652185661625644_1495234534399741420_oბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე საზაფხულო ბანაკი მესამე დღეა გაიხსნა.

პირველი დღე მონაწილეების მიღებას, ჯგუფებში გადანაწილებას და თამაშებით ერთმანეთის გაცნობას ითვალისწინებს.

დღის მანძილზე სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს აქტივობები, რომელიც გათვლილია ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით და შეჯერებული და შეთანხმებულია ფსიქოლოგებთან. პროგრამა ეხმიანება საქართველოს მთავრობის დადგენილებას ახალგაზრდობის დოკუმენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოში მოხალისეების კულტურის პოპულარიზაცია. ბანაკი 6 დღიანია, ბოლო დღეს ექვსი დღის მანძილზე მიღებული ცოდნის გამოცდა თამაშში ,,მოხალისეობის კუნძული“ მოუწევთ, სადაც საბოლოოდ გამარჯვების მისაღწევად რიგი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო, დღის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება და საზეიმო ვითარებაში თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.


Share.

Comments are closed.