ბოლნისელების წარმატებული გამოსვლა ბულგარეთის კონკურს- ფესტივალზე

0

11885185_1620071734913097_2892441513577963074_nბულგარეთში გამართულ კონკურს- ფესტივალზე ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი“ რვა წუთიანი ნომრით, ბიჭუნათა ანსამბლი ,,ბოლნისი“ კი სამი სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ჟიურის გადაწყვეტილებით ,,ბოლნელი“ კონკურსის მთავარი პრიზით ,,ტურალის თასით“ დაჯილდოვდა, მეორე მთავარი პრიზი ,,ჟიურის სიმპატია” და ხალხური საკრავების ჟანრში მეორე ადგილი ,,ბოლნელის” მოცეკვავე ერეკლე ჟღენტმა დაიმსახურა. სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით მეორე ადგილი კი ასევე ანსამბლ ,,ბოლნელის” მოცეკვავეთა დასმა და მარიამ საყვარელიძისა და ერეკლე ჟღენტის დუეტმა დაიკავა (ქორეოგრაფი გოჩა ხელიძე), ვოკალური ჟანრის მიმართულებით კი ნინო დვალიშვილის ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ბოლნისმა“ პირველი ადგილი მოიპოვა.

ბოლნისელები პრიზებით ხელდამშვენებულები სამშობლოში 1 სექტემბერს დაბრუნდებიან.

,,ვულოცავ ანსამბლ ,,ბოლნელს” უდიდეს გამარჯვებას, მან ღირსეულად წარმოადგინა ქართული კულტურა და ხელოვნება საერთაშორისო დონეზე, ის ბულგარეთის ფეტივალ-კონკურსის ,,სლავიანსკი ვენეცის” უმაღლესი ჯილდოს ,,ტურალის” პრიზის მფლობელი გახდა. ასევე წარმატებული იყო ნინო დვალიშვილის ანსამბლის გამოსვლა, ვოკალური ჟანრის მიმართულებით მათ პირველი ადგილი აიღეს. ეს არის ბოლნისელთა დიდი გამარჯვება საერთაშორისო მასშტაბით. ვულოცავ სრულიად საქართველოს,’’- აღნიშნა ანსამბლ ,,ბოლნელის“ დამფუძვნებელმა კობა ჟღენტმა.

ხელოვნების კონკურს- ფესტივალი სახელწოდებით ,,სლავიანსკი ვენეც“ ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად იმართება, პროგრამა მრავალფეროვანია და მასში თითქმის ყველა ჟანრის ანსამბლები ღებულობენ მონაწილეობას. აღნიშნულ კონკურსზე, მომავალი წლისთვის ,,ბოლნელმა“ სტუმრის სტატუსით დასწრების მიწვევაც მიიღო.


Share.

Comments are closed.