ანდრეევკის დასახლებაში მოსახლეობა მღრღნელების მომრავლებას უჩივის

0

800px-Myocastor_coypus_Frankreichქალაქ ბოლნისში ე.წ. ანდრეევკის დასახლებაში მოსახლეობა მღრღნელების მომრავლებაზე საუბრობს. ადგილობრივებს საკუთარი ძალებით უჭირთ მათთან გამკლავება, ამიტომ დახმარებას ითხოვენ, როგორც ისინი აღნიშნავენ, ვირთხები გასულ წლებთან შედარებით, მომრავლებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „დეზეფექტს“ მივმართეთ. როგორც სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს „დეზეფექტი“ რვა თვეა ცალკე შპს-დ ჩამოყალიბდა, რომელიც წინასწარ გაწერილი პროგრამის ფარგლებში მუშაობს, კერძოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოებს მავნე მღრღნელების და მწერების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეევკის დასახლებაში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება პროგრამით არაა გათვალისწინებული, თუ მოსახლეობა განცხადებით მიმართავს, დაუყოვნებლივ მოხდება, რეაგირება. შპს „დეზეფექტი“ დაახლოებით 104 ობიექტზე ახორციელებს სამუშაოებს. თანამშრომლები შეწამვლას უტარებენ როგორც პროგრამით აღებულ ობიექტებს, ისე ხელშეკრულებით გაწერილ კერძო შენობებს. დილის საათებში,  მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, დეზეფექტის თანამშრომლები ნაგვის ბუნკერებსა და სკვერებში, შეწამვლით სამუშაოებს ატარებენ.

 

Share.

Comments are closed.