6 605-მა საჯარო მოხელემ პრემიერ-მინისტრის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი – სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი

0

30594746თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი – სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი.

სახელმწიფო ჯილდოს მისაღებად პრემიერმა პრეზიდენტს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების 40 თანამშრომელი წარუდგინა.

მადლობის სიგელები კი გადაეცათ თბილისის მერიის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, დიასპორის, ეკონომიკის, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებს; ასევე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შესყიდვებისა სახელმწიფო სააგენტოსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.

სტიქიიდან ერთი თვის თავზე, მთავრობის მეთაური, სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის, კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა სტიქიის შედეგების დროულ და ეფექტურ ლიკვიდაციაში.

Share.

Comments are closed.