სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების მსურველთა განცხადებების მიღება 15 აგვისტოს დასრულდება

0

11754529_997563486971437_1342475693457765853_oდაბა კაზრეთის სოციალურ საცხოვრისში დაახლოებით ერთ თვეში 20 ოჯახი დაიდებს ბინას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაწყებულია მსურველთა განცხადებების მიღება, რომელიც 15 აგვისტოს დასრულდება. სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარების შერჩევა გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება. სპეციალურად შექმნილი შვიდ კაციანი კომისია მიღებულ განცხადებებს დეტალურად განიხილავს. 15 აგვისტოდან დაახლოებით ერთ თვეში კომისია დადებს იმ 20 ოჯახის სიას, ვინც მიიღებს სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების უფლებას. დღევანდელი მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 70 განცხადებაა მიღებული. „15 აგვისტოს დამთავრდება საბუთების მიღება, კომისია შეისწავლის, განიხილავს და გამოაქვეყნებს შედეგებს საჯაროდ. ზუსტად მოხდება ბენეფიციარების შერჩევა, ინფორმაცია იქნება საჯარო, რათა შემდეგ ვინმეს პრეტენზია არ გაუჩნდეს. ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ის შესახლდება სოციალურ საცხოვრისში“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე.

„ვფიქრობ 15 აგვისტომდე  განცხადებების რაოდენობა კიდევ მოიმატებს, პრიორიტეტს ალბათ მრავალშვილიან ოჯახებს მივანიჭებთ, მაგრამ,  სანამ საბოლოო შედეგები არ გვექნება, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რაზე გვექნება პრიორიტეტი.  მოთხოვნა  იმაზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მოველოდი, ამიტომ  ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე,  გამორიცხულია ვინმემ თავისი სუბიექტური აზრით რამე გადაწყვიტოს. გპირდებით რომ ობიექტურად ჩატარდება ყველაფერი,  ნამდვილად არ მსურს რომ სიკეთეს ვინმემ ჩრდილი მიაყენოს“,- განაცხადა bolnisi.ge-სთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისში შესასახლებელ ბენეფიციართა შერჩევისა და სოციალური საცხოვრისის შემდგომი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფის უფროსმა ვალენტინა ნავერიანმა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბენეფიციარები, რომლებიც დაბა კაზრეთის სოციალურ საცხოვრისში მიიღებენ ცხოვრების უფლებას:

Document-page-001 (1)

 

 


Share.

Comments are closed.