სატყეო უბნებში გაუვალი გზები მოწესრიგდება

0

2015-07-30_220456სატყეო უბნებში გაუვალი გზები, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია პრობლემას უქმნიდა მოწესრიგდება. საქართველოს მასშტაბით ახალი სატყეო გზების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკა დმანისის მუნიციპალიტეტში ბოსლებ-ორთაშენის სატყეო უბანზე მუშაობს, სადაც დამატებით 100 მეტრი ახალი გზის მშენებლობა ხდება. მიმდინარე სამუშაოები გარემოსა და ბუნებირვი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან და სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა. დმანისის მუნიციპალიტეტში სატყეო უბნებზე გზების კეთილმოწყობის შემდეგ მძიმე ტექნიკა ბოლნისში გააგრძელებს მუშაობას, გაუვალი გზები პრობლემას ტყის მასივსაც უქმნიდა რამაც შეამცირა გამოყოფილ ტყე-კაფებში შეშის მარაგი. სატყეო უბნებზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად გამოიყოფა დამატებითი ტყე-კაფები, საიდანაც მოსახლეობა ადვილად შეძლებს ხეების მოჭრასა და შეშის გამოტანას.


Share.

Comments are closed.