„სათნოების სახლში” უკანონოდ მცხოვრები ქალბატონი დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს (+ვიდეო)

0

11731420_10153465440833007_1099120606_oსათნოების სახლი დაატოვებინეს მზია მეგრელიშვილს რომელიც 2012 წლის 7 ივნისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი გამგებლის იოსებ ლალიაშვილის სიტყვიერი განკარგულებით ,,სათნოების სახლის“ შენობაში დროებით იქნა შესახლებული მცირეწლოვან შვილთან ერთად.

მზია მეგრელიშვილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა თხილნარშია რეგისტრირებული. ვინაიდან მისივე განმარტებით, იგი გამოძევებული ჰყავდა ოჯახს და არ გააჩნდა საცხოვრებელი, სათნოების სახლის ადმინისტრაციის მიერ მისი შეფარება მოხდა, მიუხედავად იმისა რომ იგი ვერ აკმაყოფელებდა ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბოლნისის სათნოების სახლში განთავსებისათვის საჭირო ვერცერთ კრიტერიუმს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბოლნისის სათნოების სახლს მზია მეგრელიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჰყავს შეფარებული და ორგანიზაციას უხდება არამიზნობრივი ხარჯის გაწევა,” – ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწერილ დასკვნაში.


Share.

Comments are closed.