პრემიერ მინისტრმა „გაბალა”-„დინამოს” თამაშზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირი გააკეთა

0

380_44451_344223_10604695_716475421776870_5551145682881649484_o„აღნიშნული პროვოკაციული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში “გაბალა”-“დინამოს” თამაშზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა, მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებას.
“ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს “ნაცების” მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ – ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესსა და განვითარებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისული აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: Burchali is ancient Azerbaijan land (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921”.

Share.

Comments are closed.