მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

0

11731505_10153409042667230_1323336119_o6 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის გარე პერიმეტრი დაათვალიერა და მშენებარე სოციალური საცხოვრისის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

რამდენიმე თვის წინ ადიდებულმა მდინარე ფოლადაურმა სოფელ სამწევრისში ხიდს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა. დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. გოგი მეშველიანმა შესრულებული სამუშაოები მოინახულა.


Share.

Comments are closed.