მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ

0

11796184_1001478633246589_7978877927512523564_nბოლნისის მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკის რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი შაოლან ვანგი და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საპატიო სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ერთობლივად განიხილეს მუნიციპალური ფონდის მიერ რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ახალი კომპონენტის “ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური განვითარება” ფარგლებში შესაძლო თანამშრომლობის ფორმები და განსახორციელებელი ღონისძიებები.
ზემოაღნიშნული კომპონენტის განხორციელება სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს 2015 წლის 1 მაისს ,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების დადების შემდეგ დაევალა, რომელიც ითვალისწინებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარე „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისთვის. გრანტი, რომელსაც სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავს, მოემსახურება ადგილობრივი თვითმართველობების შესაძლებლობების გაუმჯობესებას და გაძლიერებას.
აღნიშნული გრანტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები, თვითმმართველობებს დაეხმარება უკეთესად მართონ საკუთარი ბიუჯეტი და აქტივები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ასევე ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით,მათ შორის,ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ენერგოსისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც სტიმულს მისცემს რეგიონებში კერძო ინვესტიციების მოზიდვას.
შეხვედრაზე მდინარე ქციაზე საავდომობილო ხიდის მშენებლობის პროექტის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მდინარე ქციაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას დააფინანსებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 727 087 ლარია.
შაოლან ვანგმა გოგი მეშველიანისაგან მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადი ვითარება და სამომავლო გეგმები მოისმინა. დაინტერესდა რამდენად ეფექტურად ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხთან კომუნიკაციას. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევაში აქტიურად არის ჩართული და თვითმმართველობა მოტივირებულია ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმუშაოს.
შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში ვიზიტი დადებითად შეაფასა.


Share.

Comments are closed.