„მრავალენოვანი საქართველოს ქალები“ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის საინფორმაციო სახის ტრენინგი ჩაატარა

0

11759035_821652001282877_576515013_nდღეს ასოციაციამ „მრავალენოვანი საქართველოს ქალები“ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის საინფორმაციო სახის ტრენინგი ჩაატარა თემაზე მეტი ქალი პარლამენტში და ქალის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, ტრენერმა მსმენელებთან ერთად განიხილა ქალის აქტივობა პოლიტიკაში და პარლამენტში. ასევე აქცენტი გაკეთდა რელიგიური უმცირესობების ჩართულობაზე არჩევნების პროცესში და სწორ არჩევანზე.

ვაჟა ბრეგვაძე, ასოციაციის იურისტი:

– შეხვედრა გვქონდა ქალბატონებთან,  ვესაუბრეთ მათ გააქტიურებაზე წინა საარჩევნო პროცესში, როგორც დამკვირვებელზე, ამომრჩეველზე და კანდიდატზე, ასევე  ვისაუბრეთ საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და დემოკრატიულ არჩევნებზე.

„მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქალთა ჩართულობას საარჩევნო პროცესში. მიმაჩნია, რომ ქალები ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან მსმენელმა ლალი ასლამაზაშვილმა.


Share.

Comments are closed.