12 ივლისს, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, კულტურის სახლის სცენაზე ტრადიციული მუსიკის ანსამბლი ,,გუმბათი” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიება, რომლის მხარდამჭერი ბოლნისის მუნიციპალიტეტია, დედაქალაქში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარდება.
ანსამბლის ხელმღვანელები სოსო კიკვაძე და ,,გორდელას” სოლისტი სოფია ქირია გახლავთ.
ღონისძიება 16 საათზე დაიწყება. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებელი თანხა შესაწირი ყუთების მეშვეობით შეგროვდება.
მორიგი საქველმოქმედო აქცია სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
0
Share.