მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერეს

0

11755824_1002201446507641_2497444965909022243_nბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონალური პროექტების მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალურ პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მოინახულეს.
სტუმრებმა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული საბავშო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს. მუნიციპალიტეტის ოთხ ბაღს სრული სარემონტო სამუშაოები უტარდება, ახალი სასწავლო წლიდან აღსაზრდელები კომფორტულ გარემოში განაახლებენ სასწავლო აღმზრდელობით პროცესს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღესვე სანიაღვრე სისტემების მშენებლობა დაათვალიერეს და ობიექტზე დასაქმებულ მუშებს გაესაუბრნენ. ქალაქში სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მუნიციპალიტეტის მაშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ერთერთი ასეთი დაბა კაზრეთში სოციალური საცხოვრისის კეთილმოწყობაა. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იქ მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს და მშენებლობის ხარისხითა და შესრულების ვადებით დაინტერესდნენ.
ბოლო ობიექტი, რომელიც სტუმრებმა გამგებელთან ერთად დაათვალიერეს დაბა კაზრეთის ერთერთი საცხოვრებელი კორპუსი გახლდათ, სადაც მუნიციპალიტეტმა გადახურვითი სამუშაოები განახორციელა. მოძველებული სახურავი უხვი ნალექების დროს მოსახლეობას წლების განმავლობასი უქმნიდა პრობლემას.
,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ნორმალურ ტემპში, თუმცა გარკვეულ ობიექტებზე გამოიკვეთა სირთულეები. ჩვენ მშენებლებს მივეცით რეკომენდაციები, გარდა ამისა, მათგან ვითხოვთ სამუშაობის დასრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ასევე ხარისხიან შესრულებას. მშენებლები შეგვპირდნენ, რომ სამუშოები დათქმულ ვადებში დასრულდება”,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.