მანდატურის სამსახური დაბა კაზრეთში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

0

1410519087_11mandaaსსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კაზრეთში მანდატურების შესარჩევად კონკურსს აცხადებს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური – ადგილების რაოდენობა 3, ანაზღაურება -500 ლარი, განათლება საშუალო, სამუშაო განაკვეთი სრული. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა  2015/07/15.

სამუშაოს აღწერა

•საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლის უზრუნველყოფა;
•საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართლებრივ დარღვევებზე რეაგირება, მის აღკვეთასა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;
•სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრების წარმოება, მათ ქცევაზე დაკვირვება და კონტროლი;
•მოსწავლეებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივ დარღვევებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
•მშობლებისა და დირექციის ინფორმირება საგანმანათლებლო დაწესებულების რეჟიმს ძნელად შეგუებულ მოსწავლეთა ქცევასთან დაკავშირებით;
•საგანგებო სიტუაციებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირების, მოსწავლეების და დაწესებულებაში მყოფი სხვა პირების დაცვისა და ევაკუაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
•დაპირისპირებულ მოზარდებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა და გადაჭრა;
•სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრების წარმოება;
•საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა.

დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.hr.gov.ge

 


Share.

Comments are closed.