თოჯინების თეატრმა წალკის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო სპექტაკლი ჩაატარა

0

11313125_1630881507157377_4389849809863209168_oბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს წითელქუდას ზღაპარი წარუდგინა. საყვარელი ზღაპრის გმირების ხილვამ მათი აღფრთოვანება გამოიწვია. თეატრის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის თანამშრომლები მოწვეული ბავშვების გამხიარულებას ქართული სიმღერისა და ცეკვის საშუალებით შეეცადნენ. ღონისძიებაში პატარებთან ერთად უფროსი ასაკის ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ.

თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტერი მოილოცა, სამახსოვრო სურათები გადაიღეს და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ იმ იმედით, რომ მეზობელ მუნიციპალიტეტთან ურთიერთობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ. ბოლნისისელები წალკაში ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით იყვნენ მიწვეული.

,,წალკის მუნიციპალიტეტში ბერთას მონასტრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა მიგვიწვია, მისი დიდი სურვილი იყო სულიერ საზრდოს ზიარებოდნენ ბავშვები. ჩავატარეთ თოჯინების თეატრი, გადავიღეთ სამახსოვრო სურათები, მოვილოცეთ ულამაზესი ტაძარი და ემოციებით სავსე დავბრუნდით. მამა ნიკოლოზის თხოვნით ჩვენ კიდევ ვესტუმრებით ამ ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო პროგრამით, ასევე მოვიწვევთ ბოლნისის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებებზე,“ – განაცხადა ბოლნისის კულტურის სახლის მენეჯერმა მზევიკო ხომასურიძემ.


Share.

Leave A Reply