თბილისის ელიტ ლიგის ჩემპიონები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დააჯილდოვა

0

11696854_815360585245352_775101044_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა თბილისის ელიტ ლიგის გამარჯვებული „სიონი-97“-ის ფეხბურთელები და მწვრთნელი საპატიო სიგელებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება როგორც ბავშვებისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის, ამიტომ შევეცადეთ  მათი შრომა დაგვეფასებინა  და  სიმბოლურად  საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდოები გადავეცით. მიგვაჩნია, რომ  ძალიან პერსპექტიული თაობაა, ამიტომ მუნიციპალიტეტი, კულტურისა და სპორტის სამსახური, სპორტკომპლექსი და საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

„ძალიან გახარებულები ვართ. ბოლნისის ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა. სპორტსკომპლექსის ასაკობრივი გუნდი პირველად გახდა ელიტ ლიგის ჩემპიონი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოგი მეშველიანს ყურადღებისთვის  და თანადგომისთვის“. -განაცხადა გუნდის მწვრთნელმა რამაზ უგრეხელიძემ.

თბილისის ელიტ ლიგის ჩემპიონატი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მესამე სეზონის ბოლო ტურით 9 ივნისს დასრულდა. ჩემპიონატის ფარგლებში ბოლნისის სპორტკომპლექსის გუნდმა „სიონი 97“-მა 25 შეხვედრიდან 2 წაგება, 3 ფრე და 20 მოგება დააფიქსირა და ელიტ ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.


Share.

Comments are closed.