„განთიადში” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

0

11660262_887418964680847_1546719169_oსარეაბილიტაციო ცენტრმა ,,განთიადი” ღონისძიება გამართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ვალენტინა ნავერიანი და ლონგინოზ გასანოვი ესწრებოდნენ. ვინაიდან ცენტრის აღსაზრდელებს ძალიან უყვართ და მოსწონთ ფიროსმანი,  დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ მას  მიუძღვნეს   და პატარებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებისთვის  იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.  სარეაბილიტაციო ცენტრის მეგობარმა ორგანიზაციამ ,,სოსქინდერდორფმა“ აღსაზრდელებს საჩუქრად თოჯინების თეატრი და ჯამბაზები გამოუგზავნა,  რამაც პატარები ძალიან გაახარა.

,,14 ივნისს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე უნდა აღგვენიშნა, მაგრამ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღონისძიება დღეს გავმართეთ. ვინაიდან ამ ბავშვებს ძალიან უყვართ ფიროსმანი,  პედაგოგის  დახმარებით შესრულებული ნახატები გამოფინეს. ასევე ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ თოჯინების თეატრი გამოგვიგზავნა“ -ამბობს ჩვენთან საუბარში სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ გვიდიანი.

„ღონისძიება იყო მეტად შთამბეჭდავი, მაგრამ შინაგანად ძალიან იმოქმედა.  მიუხედავად ამისა, იმედიანად განვეწყვე, რომ მათ განვითარებაზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სათანადო დონეზე ხდება“,- აღნიშნა ვალია ნავერიანმა.

,,ლამაზი ღონისძიებები იმართება და კმაყოფილები ვართ, ჩემი შვილი ძალიან ბედნიერია“- აცხადებს სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელის დედა აიდა ბარსაგიანი.

საქართველოში 14 ივნისს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. სწორედ ამ დღეს იქნა მიღებული საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ. მისი აღნიშვნის მიზანია შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა.

11539691_812835695497841_2045400642_o 11660397_812836718831072_2059989014_o 11701460_887418924680851_1226030866_o 11715017_887418938014183_839554721_o

 


Share.

Comments are closed.