ბრალდებები და არგუმენტები – ლადო ბურდული ოპონენტებს პასუხობს

0

10689485_879981505345981_19766824931667457_n1საფეხბურთო კლუბ ,,სიონის’’ ირგვლივ ატეხილი ხმაური გრძელდება – გულშემატკივართა ნაწილისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, გენერალური დირექტორისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას აპროტესტებს. მათ გასულ კვირას აქცია მოაწყვეს და სიონის საკუთარ მოედანზე თამაში მოითხოვეს. საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმე პუნქტიანი განცხადება შეიმუშავა, სადაც მათი მოთხოვნები და ბრალდებებია ბურდულის წინააღმდეგ.

ოპონენტების ბრალდებებს კლუბის გენერალური დირექტორი პასუხობს და აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფის უკან ,,ჩვენი ფეხბურთის’’ დამფუძნებელი, ბოლნისელი ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დგას.

საინიციატივო ჯგუფი ბურდულის გადადგომის მოთხოვნით აქციებს და სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, მიხეილ ყაველაშვილი არსებული მდგომარეობის შესაცვლელად ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნების ჩატარებას ელოდება, ბურდული კი დანებებას არ აპირებს და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება.


Share.

Comments are closed.