ბოლნისში უცხოელი ინვესტორები კარტოფილის მოყვანა-წარმოებას გეგმავენ

0

11811356_999461606781625_3775836246783835958_nბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა დღეს ღვინის კომპანია ,,შატო მუხრანის“ ერთ-ერთ ფინანსურ პარტნიორს, შვედ ბიზნესმენს ფრედერიკ პაულსენს, მის ვაჟს ჟან-ფრედერიკ პაულსენსა და გერმანელ სტუმრებს უმასპინძლა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრები საკონფერენციო დარბაზში მიიღო და ბოლნისის ისტორია გააცნო, მათ შორის ბოლნისში გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ქრონიკები .
ფედერიკ პაულსენი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. პაულსენების ოჯახმა თბილისში ჩიფსის ქარხანა ააშენა, რომლის საზეიმო გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება. ჟან ფრედერიკ პაულსენი ბოლნისში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რომელიც კარტოფილის წარმოებას უკავშირდება.


Share.

Comments are closed.