ბოლნისში უფასო Wi-Fi ჩაირთო

0

wifiBOLNISI – რამდენიმე დღეა ქალაქ ბოლნისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოსახლეობას უფასო, უსადენო, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტით სარგებლობა შეუძლია.

10 მეგაბიტი სიმძლავრის ინტერნეტი მსურველს შეფერხების გარეშე მიეწოდება.

„დაახლოებით ერთი თვის წინ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გაჩნდა იდეა, რომ ქალაქში გაგვეშვა უფასო, უსადენო ინტერნეტი Wi-Fi. გავიარეთ კონსულტაციები ინტერნეტ პროვაიდერებთან, შევარჩიეთ caucasus online და დავიწყეთ მუშაობა დამონტაჟებაზე. ამჟამად სამუშაოები დასრულებულია და ინტერნეტი გეოლოგებში მდებარე სკვერს, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიას, ბოლნისის შემოსასვლელთან არსებულ სკვერსა და კულტურისა და დასვენების პარკის მთელ ტერიტორიას მიეწოდება“, -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა პაპუნა მუშკუდიანმა.

თორნიკე ღამბარაშვილი, ადმინისტრაციის სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:

– საზოგადოების თავშეყრის ოთხ წერტილში დამონტაჟდა caucasus online უსადენო ინტერნეტი. თავდაპირველად ინტერნეტი 10 დღით ტესტ რეჟიმში გავუშვით, გამოვცადეთ და შევამოწმეთ ხარისხი. აღნიშნული ინტერნეტით სარგებლობა შეფერხების გარეშე ერთიდან ორმოცამდე ადამიანს შეეძლება.


Share.

Comments are closed.