ბოლნისის ფოლკლორული ანსამბლების წარმატებული გამოსვლა ბათუმში

0

11665648_657390244398259_6468920980877675051_nლეჩხუმური მაყრული, აჭარული შაირები და იმერული მგზავრული-სწორედ ამ სიმღერებით წარსდგნენ ბათუმის ფოლკლორულ ფესტივალზე ბოლნისის ანსამბლები და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს. დარბაზიდან ოვაციები არ წყდებოდა. ფესტივალზე რესპუბლიკის მასშტაბით 60 ანსამბლი მონაწილეობდა, მათ შორის  ორი ანსამბლი ბოლნისიდან იყო და ორივე წარმატებით გამოვიდა ბათუმელი მაყურებლის წინაშე. ჟიურის გადაწყვეტილებით ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ბოლნისს“ გრამპრი და დიპლომები გადაეცა, ანსამბლი „სიონი“ კი პირველი ადგილითა და შესაბამისი მედლებით დაჯლდოვდა.

„ფესტივალი ჩემმა ანსამბლმა გახსნა, რაც უდიდესი სტიმული და პასუხისმგებლობა იყო. ჩვენი ანსამბლების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა, ვაჟებს და მომღერალ ბაბუებს სცენიდან არ უშვებდნენ. წლებია ასეთ ფესტივალებზე დავდივარ და მსგავსი არაფერი მახსოვს, ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გოგი მეშველიანს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს კობა ჟღენტს. მათი თანადგომით ჩემს ანსამბლს სიცოცხლის უნარი დაუბრუნდა“,- განაცხადა  ანსამბლ ,,ბოლნისის“ ხელმძღვანელმა ნინო დვალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბიჭუნებს  მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 15 ჩოხა გადაეცათ.  ანსამბლი ,,ბოლნისი“  20 აგვისტოს ბულგარეთში, ფოლკლორულ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.


Share.

Comments are closed.