„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის“ კუთვნილი ორი ავტობუსი დაიწვა

0

11266480_10153473774413007_688680247_oგვიან ღამით შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის“ კუთვნილი ორი ავტობუსი დაიწვა. ხანძარი ავტოფარეხის მიმდებარედ მცხოვრებმა მოქალაქეებმა შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, ჯგუფი ადგილზე დროულად მივიდა, ხანძრის ლოკალიზება ათ წუთში მოხდა. მიუხედავად ამისა, მთლიანად დაიწვა ორივე სატრანსპორტო საშუალება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება და ხანძრის გამომწვევ მიზეზს ექპსერტიზა დაადგენს. ხანძრის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა 17 152 ათასი ლარი შეადგინა. ამჟამად ტრანსპორტის სამსახურის მფლობელობაში 7 ავტობუსი დარჩა, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება სხვადასხვა მიმართულებით. დამწვარი ავტობუსებიდან ერთი რეზერვში იყო, ხოლო ბოგდანის ტიპის ტრანსპორტი რატევანი – რაჭისუბნის სამარშრუტი ხაზზე მოძრაობდა.


Share.

Comments are closed.