მუნიციპალიტეტის თეატრი 19 ივლისს ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება.
ბოლნისის თეატრის ათკაციანი დასი ლატვიის ქალაქ გულბენეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ზურა ხვედელიძის რეჟისორობით დადგმული დრამატული სპექტაკლით წარსდგება. თეატრი ბოლნისში 28 ივლისს დაბრუნდება. შემოქმედებითი კოლექტივის გამგზავრება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„მუნიციპალიტეტის გამგებლის კეთილი ნებით დაფინანსდა ბოლნისის თეატრის გასტროლი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოგის. ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალზე მესამედ ვღებულობთ მონაწილეობას. თეატრი ფესტივალზე მიწვეული იყო მიხო მოსულიშვილის სპექტაკლით „ჩემო მეჟოლია“, გარკვეული მიზეზების გამო სპექტაკლი შეიცვალა და ფესტივალზე ალექსი ჩიღვინაძის სპექტაკლს ,,სიკვდილის დღის საჩუქარს“ გავიტანთ“,-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის ხელმძღვანელმა გია ღვინერიამ.