ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი 21 ივლისს დასრულდება

0

get_imgბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში  აღმზრდელობითი პროცესი 21 ივლისს მთავრდება, 22 ივლისიდან კი თანამშრომლები  ანაზღაურებად შვებულებაში გავლენ.

„ზოგადად სასწავლო პროცესი  ივლისის ბოლო კვირაში მთავრდებოდა, მაგრამ  ვინაიდან წელს აღმზრდელების მოთხოვნა იყო, რომ ჰქონოდათ 36 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ეს და  ცოტა ადრე მოგვიწია ბაღების დათხოვნა,“-განაცხადა სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ 12 საბავშვო ბაღში სექტემბრიდან დაახლოებით 1300 აღსაზრდელი ივლის. შეგახსენებთ, რომ  ოთხ საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მიმდინარე სამუშაო პროცესი დამთავრებული იქნება და პატარა აღსაზრდელებს  თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის გარემოში მოუწევთ ყოფნა.


Share.

Comments are closed.