ბიბლიოთეკის თანამშრომლები შენობის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას ითხოვენ

0

11739471_892602897495787_78482464_n„მოგახსენებთ, რომ საბავშვო ბიბლიოთეკის და ავტობუსის გაჩერების  მიმდებარე ტერიტორია არის საშინლად დაბინძურებული, სუფევს ანტისანიტარია. ავტობუსის მომლოდინე მგზავრები აბინძურებენ და ანაგვიანებენ  მონაკვეთს“, – ამ შინაარსის განცხადებით მიმართეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტს, ისინი კერძო მესაკუთრისგან ტერიტორიის გაწმენდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მოხდეს ავტობუსის გაჩერების გადაღობვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დაბინძურება.

„ანტისანიტარიაა, ფანჯრები ვერ გაგვიღია, საშინელი სუნია, ნაგვითაა  ამოვსებული ტერიტორია, არაერთხელ შევნიშნეთ ქვეწარმავალი, ბოსტნეულის მაღაზიის მეპატრონე გაფუჭებულ ხილს ყრის.  ვითხოვთ მოხდეს მსგავსი ფაქტების აღმოფხვრა და ტერიტორია იქნას გადაღობილი“, -აცხადებს ბიბლიოთეკის თანამშრომელი ელისო გოგოლაძე.

ტერიტორია ვალერი კაპანაძეს ეკუთვნის, მის მიერ არაერთხელ მოხდა გაწმენდა, თუმცა მოსახლეობის მხრიდან მაინც  ხდება დაბინძურება.

„დაუდევარმა მოსახლეობამ იქაურობა ნაგავსაყრელად აქცია, რამდენჯერმე გავასუფთავეთ, მაგრამ ხშირია მსგავსი შემთხვევები, პირობას ვაძლევ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, რომ უახლოეს დღეებში დავასუფთავებთ ტერიტორიას“, _აცხადებს ვალერი კაპანაძე.


Share.

Comments are closed.