ბავშვთა თეატრი ,,საზღაპრეთი’’ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

0

11168008_788471164584458_2052874162283199899_n ,,ჩემი ლამაზი ქვეყანა – ქობულეთი 2015’’- ასე ჰქვია ფესტივალს, რომელზეც მოლდოვის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად ბოლნისის ბავშვთა თეატრი ,,საზღაპრეთიც’’ მონაწილეობს.

,,საზღაპრეთის“ უფროსი თაობა დღეს ფესტივალზე თეატრალური მუსიკალური კომპოზიციით წარსდგა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

,,ძალიან გახარებული ვარ, საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენი გამოსვლა. წლებია ამ ფესტივალში ვღებულობთ მონაწილეობას, გასულ წელს უმცროსი ასაკის ბავშვები მყავდა წაყვანილი. ამ შემადგენლობითა და ამ კომპოზიციით პირველად გამოვედით. მსგავსი სახის კონკურს- ფესტივალებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა იზო ნიავაძემ.

ფესტივალი ბათუმში, ურეკსა და ქობულეთში მიმდინარეობს. ბოლნისელ მოზადრებს მორიგი გამოსვლა ურეკში ექნებათ. ახალგაზრდულ და მოზარდთა ოცდამეერთე საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩემი ლამაზი ქვეყანა- ქობულეთი 2015’’ 1ივლისს გაიხსნა და 8 ივლისს, ბათუმის საზაფხულო საკონცერტო დარბაზში, გალა კონცერტით დაიხურება.

Share.

Comments are closed.