ბადრი გაბიძაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო

0

11736936_816685105112900_1280009084_nდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის  დარბაზში სტარტი აიღო ტურნირმა ფრენბურთში.

ტურნირი სამ დღიანია და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნორჩი სპორტსმენები იღებენ. დღევანდელი ტურნირის პირველ თამაშზე ბოლნისელები თეთრიწყაროს ფრენბურთელ გოგონებს დაუპისპირდნენ, თამაში მასპინძლების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა და 2:0 დასრულდა, შემდეგ თამაშზე ბოლნისის მეორე საფრენბურთო გუნდი დუშეთის გუნდს შეხვდა და თამაში აქაც ბოლნისელი გოგონების ტრიუმფით დასრულდა.

დავით ჯანაძე, ფრენბურთის მთავარი მწვრთნელი:

-დღევანდელი ტურნირი ჩვენი სპორტსმენის ბადრი გაბიძაშვილის ხსოვნას ეძღვნება, ტურნირში გამარჯვებულ გუნდს სწორედ ბადრი გაბიძაშვილის სახელობის გარდამავალ თასს გადავცემთ.

ინგა ჯაჯანიძე, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ფრენბურთის მთავარი მწვრთნელი:

-ჩვენ უკვე მესამე წელია ჩამოვდივართ ბოლნისში და ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას, მოგვწონს და მოხარულები ვართ ასეთი აქტივობებით.

მარინა ქობულაძე, ფრენბურთის მწვრთნელი:

-მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელს უწყობს ფრენბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ძალიან მოხარული ვარ, მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს.

ტურნირი ბოლნისში მესამე წელია ტარდება და  ბადრი გაბიძაშვილის ხსოვნას ეძღვნება.


Share.

Comments are closed.