ანსამბლ ,,ბოლნელმა“ საანგარიშო კონცერტი გამართა

0

11747476_894917583930985_955262264_o,,ამაყი ვარ, რომ ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი ,,ბოლნელი,, ჩემი სახელობისაა, ეს ბავშვები უნდა ნახოს არა მარტო ბოლნისმა და საქართველომ, არამედ მსოფლიომ,, ასე შეაფასა  ფრიდონ სულაბერიძემ ანსამბლი, რომელიც ტრადიციულად შემაჯამებელი საანგარიშო კონცერტით წარსდგა მაყურებლის წინაშე, ,,ბოლნელმა’’ საზოგადოებას  დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

ანსამბლ ,,ბოლნელთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლამ, ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ბოლნელამ“, საოპერო ხელოვნების მომღერალმა იამზე ურუმაშვილმა და ესტრადის მომღერალმა ლაურა დურგლიშვილმა. ღონისძიება ,,ბოლნელები მშვიდობისთვის“ ამერიკული ცეკვით დასრულდა. საანგარიშო კონცერტმა  სრული ანშლაგით ჩაიარა.

ოცდასამი წელია ,,ბოლნელი’’ ღირსეულად ატარებს თავის სახელს, იგი ანსამბლის ,,კიდევაც დაიზრდებიან’’ ფესვებიდან აღმოცენდა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული   . ანსამბლი წარმატებით მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში საიდანაც დიპლომებით, პრიზებითა და საჩუქრებით ხელდამშვენებული ბრუნდება.   ,,ბოლნელი“  აგვისტოში ბულგარეთში ფესტივალზე მიემგზავრება.


Share.

Comments are closed.