15 ივნისს დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

0

11262622_10153381965828007_1180507500_oსაზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისი. საზოგადოებრივ ცენტრში, ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.

სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრებს ეკისრებათ შუამავლის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენოს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.

ამჟამად ფუნქციონირებს 21 საზოგადოებრივი ცენტრი შემდეგ სოფლებში: კაჭრეთი, ყვარელწყალი/დუისი, მუხაესტატე, გეგუთი, მეჯვრისხევი, შაშიანი, სართიჭალა, გომი, რუისი, ხევი, მანგლისი, კოდა, შორაპანი, ნიგოითი, ჭალადიდი, ჯვარი, ფოკა, ხიდისთავი, ნუკრიანი, კორბოული და ღორეშა.

 


Share.

Comments are closed.