ბოლნისში მოსული სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა, მთის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი კი მოსახლეობას ეზოებსა და სარდაფებში შეუვარდა. ქეთევან წამებულისა და არსენ იყალთოელის ქუჩებზე ხეები წაიქცა, რამაც ელექტროენერგიის გაყვანილობა დააზიანა.
უხვმა ნალექმა ფერდობებიდან ნაშალი მასით შიდა გზები ჩახერგა, წყლით ამოივსო მეუფის რეზიდენციის სარდაფიც. მობილიზირებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ქალაქის ტერიტორიებს დამტვრეული ტოტებისაგან გამწვანების სამსახური ასუფთავებს. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს ზარალის ოდენობის შესწავლას.