სტიქიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა

0

358797 ივნისს მოსულმა სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები:  ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, კიანეთი, მუშევანი, რატევანი, ზვარეთი და მამხუტი დააზიანა. სტიქია ყველაზე მასშტაბურად მამხუტში, ძველ ქვეშსა და ძეძვნარიანში დაფიქსირდა. დაზიანდა მარცვლეულის და ბოსტნეულის  სავარგულები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა სეტყვის შედეგის შემსწავლელი შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაზარალებული სოფლები ადგილზე მოინახულა. ამ ეტაპზე ჯგუფის წევრები სიტუაციის დეტალურ შესწავლასა და შეფასებას ახორციელებენ. თუ რა ზიანი მიადგა აღნიშნულ სოფლებში მიწის სავარგულებს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


Share.

Comments are closed.