სოფლის მეურნეობის სპეციალისტებსა და ფერმერებს 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ

0

11354721_799542896827121_923167225_nარასამთავრობო ორგანიზაცია ტრიზდორფ აგრობიზნეს კონსალტინგი  ორ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში თემაზე სასოფლო წარმოების ეკონომიკა, დაფინანსება და მენეჯმენტი ახორციელებს პროექტს ,,სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემის მოდერნიზება“. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ტრენინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში  5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ჩართულები იყვნენ რეგიონალური მუნიციპალური სამსახურების სპეციალისტები და მეკარტოფილე ფერმერები. მსმენელების ოდენობა 12 ადამიანით იყო  განსაზღვრული. ტრენინგი ითვალისწინებდა ასევე ტესტირებასა და შეფასებას. აქ მონაწილე თითოეული ფერმერი რედის პროექტის აქტივისტია.

შვეიცარიის განვითარების სააგენტო არის რედის პროექტისა და გაეროს განვითარების პროგრამების დონორი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საპილოტე პროექტი, ამ თემატიკის ტრენინგი საქართველოში არ ჩატარებულა.  ტრიზდორფ აგრობიზნეს კონსალტინგის წარმომადგენლებს სამაგისტრო ხარისხი გერმანიაში აქვთ მიღებული და საკუთარ გამოცდილებას დარგობრივ სპეციალისტებსა და ფერმერებს უზიარებენ.

,,თავად, მე როგორც ექსტენციის ექსპერტი და ფასილიტატორი, ასეთი ცოცხალი ტრენინგი დიდი ხანია არ მინახავს და ძალიან მოხარული ვარ, ჩართულობა იყო ძალიან დიდი, ეგონათ  ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ სინამდვილეში მიხვდნენ, რომ გარკვეულ ნიუანსებს ყურადღებას არ აქცევდნენ,  ამ თემატიკის ტრენინგი ჯერ არ ჩატარებულა და იმედია შედეგიანი იქნება“,- აღნიშნა ექსტენციის ექსპერტმა თამარ სანიკიძემ.

,, ეს იყო ხუთ დღიანი ტრენინგი, რომელიც მოიცავდა სასურსათო მეწარმეობას, ეკონომიკას, მენეჯმენტსა და დაფინანსების საკითხებს.  მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყოფილიყო პრაქტიკული სავარჯიშოები და ნაკლები თეორია, თითოეულ საკითხს გავდიოდით როგორც ერთობლივად, ასევე დამოუკიდებლად, რათა უფრო მეტად ყოფილიყო  ეს მასალა ათვისებული. აქედან გამომდინარე ეს ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიული იყო. როგორც ტრენერი, დადებითად ვაფასებ“,- აცხადებს  ჯიმშერ კოშაძე.

,,ტრენინგი იყო  მიზანმიმართულად კარგი,  ოთახიც ძალიან აღქმადი იყო, თემატიკა აქტუალური. ჩვენმა ფერმერებმა წინასწარ უნდა იცოდნენ  როგორ  აწარმოონ, რომ მიიღონ მოგება“- აცხადებს bolnisi.ge-სთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვ. ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გერონტი სივსივაძე.

,,აღნიშნული ტრენინგები ფერმერს ასწავლის,  როგორ უნდა გააკეთოს ეკონომიკური გათვლები, აწარმოოს სწორი მენეჯმენტი და ჰქონდეს ეკონომიკური  გათვლა მოგებაზე“- აცხადებს ფერმერი წალკის მუნიციპალიტეტიდან ჯუმბერ ბახუნტარაძე.

აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება ფერმერებს  განავითარონ საკუთარი საქმიანობა,  გაზარდონ საკუთრი პროდუქციის გასაღების ბაზარი და მიიღონ მეტი შემოსავლები.


Share.

Comments are closed.