„სიონი 97“-ი თბილისის ელიტ ლიგის ჩემპიონია

0

11426644_10153383471853007_390056743_o9 ივნისს, თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის ელიტ ლიგის ჩემპიონატის მე-3-ე სეზონის ბოლო ტური გაიმართა, სადაც სპორტსკოლის საფეხბურთო გუნდი „სიონი 97“-ი თბილისის თენგიზ სულაქველიძის აკადემიის ფეხბურთელებს დაუპირისპირდა. თამაში მეტად საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა, ბოლნისელმა ლაშა ისიანმა სტუმრებს შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე პირველი გოლი გაუტანა და თამაში უფრო აზარტული გახადა. ბოლნისელმა ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, შეხვედრა 4:1 დაასრულეს და თბილისის ელიტ ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. თბილისის ელიტ ლიგის ჩემპიონატი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის 9 ივნისს დამთავრდა.

Share.

Comments are closed.