საქართველოში პასუხისმგებლიანი სამთომოპოვებადი დარგის განვითარების ხელშეწყობაზე ტრენინგი გაიმართა

0

11541303_805496302898447_1093870408_n18 ივნისს, ორგანიზაცია CENN-მა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული რეგიონალური პროექტის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი საქართველოში პასუხისმგებლიანი სამთომოპოვებადი დარგის განვითარების ხელშეწყობაზე გამართა.

ტრენინგის პირველი დღე საზოგადოებაში კონფლიქტების მართვას  წარმოადგენდა. ტრენერმა მსმენელებს კონფლიქტების ისეთი ძირითადი საკითხები გააცნო როგორიცაა 1. კონფლიქტის დაწყება, განვითარება; 2. პრობლემების გამრავლება, განზოგადება;  3. ემოციების მართვა. 4. კომუნიკაციის შეწყვეტა ან დამახინჯება.

თეა ლობჟანიძე, ტრენერი:

– დღევანდელი ტრენინგის მიზანია, ადამიანები კონფლიქტის დროს შეთანხმებამდე მივიდნენ,  მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შეძლონ საკუთარი ემოციების მართვა.

მიზანი, ინტერესები, ურთიერთობები, კონკურენცია, სხვისი და საკუთარი ინტერესების გათვალისწინება – ეს იყო ტრენინგის მეორე დღის ძირითადი საკითხები. შეხვედრისას თეა ლობჟანიძე მსმენელებს კონფლიქტების მართვის მექანიზმებზე  ესაუბრა და მათთან ერთად განიხილა კონკურენციის და შეგუების სტრატეგიები, რომლებსაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

„ეს ორი ძირითადი თემა იმიტომ გავაერთიანეთ, რომ ზოგადად პრობლემური საკითხების გადაჭრა, გადაწყვეტა და საზოგადოების ჩართულობა ხშირად დაძაბულ სიტუაციებთანაა დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია  სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ კონფლიქტური საკითხის მოგვარებაში“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში თეა ლობჟანიძემ.

ანალოგიური ტრენინგი ბოლნისის გარდა საქართველოს ოთხ რეგიონში განხორციელდება. ტრენინგი  სამდღიანია, 18 ივნისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება.


Share.

Comments are closed.