სასწრაფოდ გასავრცელებლად!

0

hqdefaultადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში საწოლს არის მიჯაჭვული, მთელი საქართველო იცნობს და მას დღეს სწორედ თქვენი დახმარება სჭირდება. თამარ გავაშელაშვილის ტკივილმა თითოეული ადამიანის გულამდე მიაღწია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თამარ გავაშელაშვილს ესაჭიროება ორივე ფეხის გადაუდებელი ამპუტაცია და პროტეზირება, რისი საშუალებაც მას არ გააჩნია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი თხოვნით მიმართავს მთელს საქართველოს, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ორგანიზაციებს, ეკლესია-მონასტრებს, რათა დაეხმარონ ქალბატონ თამარს, რომლის ანგარიშის ნომერია GE42BG0000000469142300, საიდენტიფიკაციო კოდი 231954695, საქართველოს ბანკი.

თამარ გავაშელაშვილი გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სამოქალაქო თავდადებისთვის ოქროს მედალოსანი და რამდენიმე კრებულის ავტორი. იგი 22 წელზე მეტია სახლიდან გაუსვლელად ეხმარება უკიდურესად  შეჭირვებულ ადამიანებს, სწორედ ამიტომ გახდა იგი გადაცემა  „იმედის გმირების“ გმირი.

Share.

Comments are closed.