სანიაღვრე ქსელების მშენებლობაზე 70-მდე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული

0

19022_979724802088639_7838839826449503497_nუხვი ნალექების დროს, სოფელ დისველიდან მოსული ნიაღვარი, ათონის ქუჩის გავლით, დაახლოებით 7-8 წლის მანძილზე ბოლნისის ისტორიულ უბანში მიედინებოდა, რაც საგრძნობლად აზიანებდა ისედაც მოძველებულ გერმანულ სახლებს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 550 000 ლარით ფინანსდება, სამი სანიაღვრე ქსელის მშენებლობას გულისხმობს. ათონის ქუჩაზე , ათონის და თამარ მეფის ქუჩების კვეთასა და ლადო ასათიანის ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში სამუშაოებს შპს ,,სამშენებლო ჯგუფი“, შპს ,,გევა“ და შპს ,,გია კონსტრამშენი“ ახორციელებენ. სამივე სანიაღვრე ქსელის მშენებლობაზე დასაქმებულია 70-მდე ადგილობრივი მუშახელი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
,,ბოლნისში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის არის სანიაღვრე სისტემების მშენებლობა, რაც ქალაქის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დღეს მოვინახულეთ მუშა-პროცესი. სამშენებლო ვადები ივლისის ბოლომდეა გაწერილი. ამასთანავე ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოცხადებული აქვს ელექტრონული ტენდერი კიდევ სამი ქუჩის სანიაღვრე სისტემების მშენებლობაზე. გარდა ამისა, სანიაღვრე სისტემების 9 პროექტი შესყიდული გვაქვს, რომელთა მშენებლობასაც მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განახორციელებს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.