სამწევრისში ხიდის რეაბილიტაცია იწყება

0

11348045_10153372003643007_1829819305_oსოფელ სამწევრისში მალე საზაფხულო მოსავლის აღება დაიწყება, მოსახლეობას ნაკვეთებთან მისვლა მდინარე ფოლადაურზე მდებარე იმ ხიდით უწევთ, რომლის რეაბილიტაციასაც ითხოვენ. სოფელი, სადაც ასი ოჯახი ცხოვრობს მრავალი წელი ხიდის გარეშე იყო, მდინარეზე ფეხით გასვლა დღეში რამდენჯერმე უწევდათ, ადიდებული ფოლადაური კი სოფელს გარე სამყაროს წყვეტდა. პრობლემის მოსაგვარებლად 2007 წელს სამწევრისში 28 მეტრი სიგრძის ხიდი აშენდა. სოფელში აქტიური ცხოვრება დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეა მდინარემ ხიდს საძირკველი გამოაცალა. ხიდზე გადასვლა უჭირს მძიმეწონიან ავტომიბლს. ხიდის მწყობრიდან გამოსვლის გამო სასწრაფო დახმარების მანქანას სოფელში მისასვლელად მდინარში გავლა უწევს. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელს ხიდის შეკეთება და ჯებირზე უსაფრთხოების მიზნით დამცავი ბადის გაკეთება სთხოვა. ხიდის აღსაგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც გამარტივებული წესით საკრებულომ უკვე დაამტკიცა და მალე სამწევრისში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყება.


Share.

Comments are closed.