ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს ,,სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას და დაამკვიდროს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მონაწილეობის ინსტიტუციური ფორმების წარმატებით დანერგვა.
ტრენინგი ორი დღე გაგრძელდა და მასში მანაწილეობას იღებდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები და სათემო ლიდერები, რომლებსაც ადგილზე გაეცნოთ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ. მათ ასევე გადაეცათ ის უნარჩვევები, რაც აუცილებელია ამ კანონპროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებების ორგანიზებისთვის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ტრენინგი სათემო ლიდერებისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, კურსი ევროპელი პარტნიორების მიერაა შემუშავებული და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.