როდის დასრულდება ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია

0

11026103_980073945387058_152061107564786178_oბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთდროულად ოთხი საბავშვო-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
,,მოვინახულეთ N1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში კიდევ სამ ბაღს უტარდება კაპიტალური რემონტი და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელები კომფორტულ გარემოში განაახლებენ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. მიმდინარე სამუშაოების კიდევ ერთი დადებითი მხარე ადგილობრივი მუშახელის დასაქმება გახლავთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად N1 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მოინახულა და მუშებს გაესაუბრა. ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი + “-ის 17-მდე მუშამ
ამ ეტაპზე N1 საბავშვო ბაგა-ბაღში სახურავი და კარ-ფანჯარა უკვე შეცვალა, ფასადი შეღება, კედლები დაამუშავა და ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი დაასრულა. როგორც მშენებლები ამბობენ, ორ კვირაში ბაღის შემოღობვასა და ეზოს კეთილმოწყობას დაიწყებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 996 756 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. 2014 წელს დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის ბაგა-ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამომავლოდ დაგეგმილია დარჩენილი ბაგა-ბაღების რეაბილიტირება.

 


Share.

Comments are closed.