პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სპექტაკლის ჩვენება მოეწყო

0

11422722_801748139939930_1063835932_n„დროა დავამსხვრიოთ სიჩუმე“ – ამ სახელწოდებით მოეწყო სპექტაკლი ძალადობის თემაზე, რომელიც კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა  ერთი წარმატებული ოჯახის ისტორიაზე აგებული ძალადობის ფაქტებით წარმოადგინეს.

ახალგაზრდებმა ერთ სპექტაკლში თეატრალიზებულად შეძლეს შვიდი სხვადასხვა სახის ძალადობის ასახვა. შემეცნებით – საგანმანათლებლო სახის წარმოდგენით თანატოლებს და დამსწრე საზოგადოებას  აჩვენეს თუ როგორ შეუძლია ძალადობას ოჯახის  დანგრევა, რომელიც ხშირად თვითმკვლელობით სრულდება.

სპექტაკლის ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე  როგორ დავძლიოთ ძალადობა.

სპექტაკლის დადგმა პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში მოხდა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს PH international, USAID-ის დაფინანსებით, რომლის პარტნიორია – სიქა. ქვემო ქართლის რეგიონში, პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სკოლა “დავითიანი“ გახდა, მათ სწორედ გრანტის ფარგლებში შეძლეს ჩაეტარებინათ მოსახლეობაში გამოკითხვა და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაედგათ სპექტაკლი „დროა დავარღვიოთ სიჩუმე“.

„პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა მთავარია  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისსამოქალაქო განათლებას, სწავლებას და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. კერძო სკოლამ დაწერა პროექტი და მოიგო გრანტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკვლევა, მოამზადეს პუბლიკაციები და დადგეს სპექტაკლი ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც არის ძალადობა. სპექტაკლი ჩაიწერება დისკებზე და როგორც საგანმანათლებლო რესურსი, დაურიგდებათ სკოლებს“, – აღნიშნა სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივის ქართული ასოციაციის წარმომადგენელმა ცირა თავშავაძემ.

მარინა გორშკოვა, კერძო სკოლა „დავითიანის“ დირექტორი:

– ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული პროგრამაში, რომელსაც „მომავლის თაობა“ PH international-ის ხელშეწყობით ახორციელებს. მათ მიერ გამოცხადებულ  აქტივობებში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას. გრანტების კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ.  დავწერეთ პროექტი, რომელიც სპექტაკლის სახით განვახორციელეთ. სპექტაკლში გამოყენებული  სცენარიც და ლექსებიც,   ჩემი თანამშრომლების და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობით, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დავწერეთ.

ანი უგრეხელიძე, სპექტაკლის მონაწილე:

– სპექტაკლის თემად ძალადობა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ძალიან გავრცელებულია და ყველა ნაბიჯზე ვხვდებით, რომელზეც ხმამაღლა არავინ საუბრობს, ძალადობის დასაძლევად აუცილებელია დაინახო, გაიგო, დაარღვიო დუმილი. სწორედ ამიტომ დავდგით სპექტაკლი ამ თემაზე.

ნუკრი ანდრიაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:

– სკოლა „დავითიანის“ მიერ ნაჩვენები სპექტაკლი შთამბეჭდავი იყო. მკაფიო მესიჯი ბავშვებისგან მსგავსი ფაქტების დაგმობის წინააღმდეგ. ვამაყობ, რომ ბოლნისში არიან  ნიჭიერი ახალგაზრდები, მივესალმები მსგავსი შემეცნებითი სახის ღონისძიებებს, მადლობა ამ ბავშვებს.


Share.

Comments are closed.