პროგრამა „საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში საჯარო დისკუსია გაიმართა

0

11246354_797427377038673_55346094_o„საქართველოს მოხალისის“ პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მოხალისეთა ორგანიზებით მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში დისკუსია გაიმართა თემაზე „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში“

დისკუსიაზე  სოციალურმა მუშაკებმა, პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და უფროსი კლასის მოსწავლეებმა განიხილეს, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში ბავშვთა უფლებები, რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. დისკუსია შემეცნებით ხასიათს ატარებდა. „საინტერესო საუბრები გვქონდა, დისკუსიაში ჩვენი სამსახურიც ჩაერთო,  ხშირად თუ გაიმართება ასეთი სახის შეხვედრები სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. ვისაუბრეთ უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით ბოლნისში არსებული პრობლემები განვიხილეთ, გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს“, -აღნიშნა სოციალურმა მუშაკმა თამარ ბობოხიძემ.


Share.

Comments are closed.