პარკში ახალი გარე განათება ჩაირთო

0

11017447_977277529000033_187373240535114622_oდაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჩაბნელებული კულტურისა და დასვენების პარკი რამდენიმე დღის წინ განათდა.

გარე განათების ქსელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ქსელმშენმა” ჩაუტარა. მოძველებული ქსელი, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა, ახალმა ჩაანაცვლა. შეიცვალა ლამპიონები და დამონტაჟდა ეკონათურები.

პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი გამოიყო.

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი პარკი სამ ჰექტარ მიწის ფართობზეა გადაჭიმული, რომელიც გერმანელმა კოლონისტებმა დაარსეს და დღემდე ბოლნისელთა განტვირთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

11140217_977278635666589_2985139417728960528_o


Share.

Comments are closed.