ოლიმპიურ ცეცხლს ბოლნისში ექვსი ტიტულოვანი სპორტსმენი შემოიტანს

0

11136775_995900847109958_6929171446996763588_n-745x483საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ანთებულ ოლიმპიურ ცეცხლს ბოლნისში დმანისიდან 3 ივნისს შემოიტანენ.

ქალაქის შემოსასვლელში ცეცხლს საქართელოს ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დიმიტრი ბასილაშვილი დახვდება, შემდეგ ესტაფეტას, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორს ლევან მურადხანაშვილს გადასცემს, მურადხანაშვილს ძიუდოისტი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ბადრი ბერიანი შეცვლის, რის შემდეგაც ესტაფეტა საქართველოს ჩემპიონს კინგ ბოგსინგში ნინო ენდელაძეს გადაეცემა, შემდეგ საქართველოს ჩემპიონს ფრენბურთში ნათია ბჟალავას, ბჟალავა ჩირაღდანს ასევე საქართელოს ჩემპიონს ფრენბურთში, ნაკრების წევრსა და ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეს სოფო პაპიაშვილს გადასცემს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინ მიიტანს და დაანთებს ცეცხლს.

ესტაფეტის გადაცემის ცერემონიალი ბოლნისის შემოსასვლელიდან დაიწყება და  მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიაზე დასრულდება, სადაც სპეციალურად მოწყობილ ჩოხოსნებისა და მედროშეების კოლიდორში გავლის შემდეგ მოხდება მისი დანთება.

გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური კულტურული ღონისძიება, რომელში მონაწილეობასაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. ოლიმპიური ცეცხლის დანთებისას დეკანოზი ბასილ ახვლედიანის მიერ დაწერილი ბოლნისის ჰიმნი შესრულდება.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ”თბილისი 2015” ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება და 1 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას 49 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს. ახალგაზრდული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში გაიმართება: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, სპორტული ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.


Share.

Comments are closed.