ოთხ მილიონიანი პროექტი – ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი გზა შეემატება

0

11537450_980142248713561_8538575925279680662_oბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
რამდენიმე თვეა ქალაქ ბოლნისიდან სიონის ტაძრისკენ მიმავალი ცხრა კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე მოიხსნა ძველი საფარი, რომელიც დამუშავების შემდგომ ხელახალ მასალად იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდება ეკალ-ბარდებისგან.
ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბელბაუ’’ გრუნტის სამუშაოებსაც ახორციელებს, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. ოთხ მილიონიანი პროექტით გაწერილი სამუშაოები 2016 წელს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მიმდინარე სამუშაოები პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.
,,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი სიონის საკათედრო ტაძრისაკენ მიმავალი გზაა, რომლის მოწესრიგებაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ტურისტების მოსაზიდად. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახლადაშენებული გზა შეემატება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.