მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

1596889_976506635743789_1678105153434817231_o2015 წლის ზაფხულის ხანძარსაშიშ სეზონში თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის აღების, გადამუშავებისა და შენახვის პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
1. მოსავლის აღებაში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიაროს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი, ხოლო მოსავლის ამღები აგრეგატები და ავტომობილები უნდა იყოს აღჭურვილი ხანძრის ჩაქრობისპირველადი საშუალებებით (ყველა ტიპის კომბაინები და ტრაქტორები- ორი ცეცხლსაქრობით, ორი ხიშტა ნიჩაბით და ორი ცოცხით), გამართული ნაპერწკალსაქრობებით და კვების, ანთების და საზეთი სისტემებით.
2. რკინიგზისა და გზატკეცილების გასხვისების ზოლებში მოთიბული ბალახის ბულულები თავთავიანი კულტურების მასივებიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 30 მ-ით.
3. პურის ყანები უნდა იყოს მოთიბული და მოხნული არანაკლებ 4 მ სიგანის ზოლით ტყისა და ტორფის მასივების, საველე ზოლის, საავტომობილო და სარკინიგზო გზების მომიჯნავე ადგილებში.
4. მარცვლეულის აღება უნდა დაიწყოს პურის მასივების არაუმეტეს 50 ჰა ფართობის ნაკვეთებად დანაწილებით.ნაკვეთებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 8 მ-ის ლესურები. ლესურებიდან მოთიბული ხორბალი უნდა იყოს დაუყოვნებლივ აღებული.ლესურებში უნდა იყოს არანაკლებ 4 მ სიგანის ხნული.
5. დროებით საველე ბანაკებში უნდა იყოს დაშორებული პურის მასივებიდან, კალოებიდან და ა.შ. არანაკლებ 100 მ.
6. ხანძრებზე დროული რეაგირებისათვის მოსავლის აღების 25 ჰა-ზე მეტი ფართობის პურის მასივებთან უნდა იდგეს ტრაქტორი და გუთანი.
7. მარცვლეულის კალოები უნდა განლაგდეს შენობა-ნაგებობებიდან არანაკლებ 50 მ, ხოლო პურის მასივებიდან – 100 მ დაშორებით.
8. მოსავლის ამღები მანქანების ძრავების რადიატორები, ბიტერების, ჩალის სატენების, ტრანსპორტიორების და ამკრებების ლილვები, კონვეიერი და სხვა კვანძები დროულად უნდა გასუფთავდეს მტვერის, ჩალისა და მარცვლისაგან.

მარცვლეულის აღების პერიოდში აკრძალულია:
ა) ტრაქტორების, თვითმავალი ძარის და ავტომობილების მუშაობა კაპოტის გარეშე ან ღია კაპოტით;
ბ) ძრავების რადიატორებში მტვრის ამოსაწვავად სარჩილი ლამპის გამოყენება;
გ) ღამის საათებში ავტომანქანების გამართვა საველე პირობებში;
დ) ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენების დაწვა და კოცონების დანთება მინდორში.


Share.

Comments are closed.