მეხუთე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება

0

10007521_450356595098459_2514949981802337568_n26 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლაში  დირექტორების არჩევნები ჩატარდა. აღნიშნული სკოლის დირექტორობის კანდიდატურაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №581 ბრძანებით მადონა ლომსაძე და ლელა ტყემალაძე იყვნენ წარდგენილი. სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით  მადონა ლომსაძე აირჩია. სკოლის ახალი დირექტორი საქმიანობას მინისტრის შესაბამისი ბრძანების შემდეგ შეუდგება.

,,ჩემთვის მართლაც სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წილად მხვდა მეხუთე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა. ეს რა თქმა უნა დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდები კოლეგებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყო წარმატებული სკოლის ჩამოყალიბებას.  ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტური მართვით გავაუმჯობესო საგანმანათლებლო გარემო, ვუზრუნველვყო საზოგადოების მონაწილეობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში. სკოლაში უნდა იყოს სწავლა – სწავლების მაღალი ხარისხი, სასიამოვნო გარემო როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის. მაქსიმალურად ვეცდები მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის ხარისხის გაზრდას მსგავს პროექტებსა თუ ღონისძიებებში. როდესაც ადგილზე გავეცნობი ყველა პრობლემასა თუ სიტუაციას მოვახდენ პრობლემების პრიორიტეტულად დალაგებასა და მოგვარებას,’’_  განაცხადა  bolnisi.ge-სთან საუბარში მადონა ლომსაძემ.

მადონა ლომსაძე დაიბადა 1976 წლის 5 მაისს. დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგია ფსიქოლოგიის, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.  1999 წლიდან დღემდე მუშაობდა  ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში გერმანული ენის  მასწავლებლად. 2011 წელს წარმატებით გაიარა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო  გამოცდები. ასევე  წარმატებით აქვს  გავლილი სხვადასხვა სახის ტრენინგ -კურსები.        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს საჯარო სკოლის დირექრობის უფლება.

 


Share.

Comments are closed.