მეოთხე კლასის დასრულებას ღონისძიებით გამოემშვიდობენ

0

11324100_802101136571297_165562663_o„ჩიტივით მზისკენ“ – ამ სახელწოდების ღონისძიებით გამოემშვიდობენ დაწყებითი კლასის საფეხურს რატევნის საჯარო სკოლის მეოთხე კლასელები. დაემშვიდობენ დამრიგებელს, რომელიც ოთხი წლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა მათთვის და შეაყვარა  სკოლა, დედა ენა. პატარებმა წლების მანძილზე ნასწავლი სამზეოზე გამოიტანეს და ლამაზი ღონისძიებით წარსდგნენ პედაგოგების, მშობლების და მოწვეული სტუმრების წინაშე.

„დღევანდელი დღე ჩემთვის სევდანარევი სიხარულითაა სავსე,  ვღელავ, ვნერვიულობ, მივეჩვიეთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვები ჩემს თვალწინ იზრდებიან, მაინც მიჭირს მათთან განშორება. თვალწინ მიდგას როგორები  იყვნენ სკოლაში პირველად რომ მოვიდნენ.   მჯერა ეს ბავშვები მასახელებენ მეც და სკოლასაც. მინდა ჩემმა მოსწავლეებმა   ჩიტებივით სულ მაღლა და მაღლა იფრინონ და ბევრ წარმატებას მიაღწიონ“ -აღნიშნა მეოთხე კლასის დამრიგებელმა ნანა მიქელაძემ.

მაია ხარაიშვილი, რატევნის საჯარო სკოლის დირექტორი:

– მადლობას ვუხდი ბავშვებს და მათ დამრიგებელს, ძალიან კარგი და მრავალმხრივ ნიჭიერი თაობაა. მინდა მივულოცო დაწყებითი საფეხურის დასრულება, წარმატება და კარგი სწავლა ვუსურვო მომავალში.


Share.

Comments are closed.