მდგრადი ენერგეტიკის დღე ბოლნისში

0

11653477_809004989214245_2032552290_nდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში  მდგრადი ენერგეტიკის დღე პირველად გაიმართა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. მომხსენებლებმა   ისაუბრეს, როგორც ნახშირორჟანგის, CO2,  ემისიები და გაუმჯობესებული ენერგეტიკული მომსახურების, დადებით მხარეებზე ასევე  პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტის ნებაყოფლობით ვალდებულებებზე.

„დღევანდელი შეხვედრა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს მერების შეთანხმებას და რომლის ხელმომწერიც გახდა ბოლნისის მუნიციპალიტეტი. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები და კონკრეტული ამოცანები, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს. რაც შეეხება ამოცანას ეს ამოცანა მიმართულია იმ პრობლემების შემცირებაზე, როგორიცააა გაუმჯობესებული ენერგეტიკული მომსახურების ხარისხი და უკეთესი კომფორტული და ნაკლებ დანახარჯიანი მუნიციპალური და ადმინისტრაციული შენობები“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერების შეთანხმების რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის მერების შეთახმების წევრი გახდა. მერების შეთახმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისთვის შეამცირონ CO2 -ის ემისიები 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვავე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

თორნიკე მიქელაძე, ეკონომიკის განვითარების,  დაგეგმარებისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი:

_ამ პროექტის ხელმომწერნი 2015 წლის 16 მარტს გავხდით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. პროცესში ჩართვა ითვალისწინებს გაუმჯობესებულ და ეკონომიურ ენერგეტიკულ მომსახურებას.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით სექტემბრიდან, აქტიურ ფაზაში დაიწყება  მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მუნიციპალურ დონეზე შეისწავლის სად, რა ენერგეტიკული პროცესები მიმდინარეობს და ამის საფუძველზე დაიგეგმება ღონისძიებების ის ციკლი, რომლითაც 2020 წლისთვის უნდა გაუმჯობესდეს გარემოს დაცვის მდგომარეობა და სოციალური პირობები საქართველოში.

Share.

Comments are closed.