კულტურისა და დასვენების პარკმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა

0

11638942_805427592905318_1640691547_oპატარა ანამარია თვლის, რომ გაიზარდა და უკვე დიდი გოგოა, ის დღეს  თანატოლებთან ერთად, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში დედიკოს და მამიკოს გარეშეა, თუმცა მას №3 საბავშვო ბაგა-ბაღის  სამი აღმზრდელი ახლავს და  მზრუნველობასა და ყურადღებას არ აკლებენ, მაგრამ ის თავს მაინც დამოუკიდებლად გრძნობს.

ანა მარია მამარდაშვილი, №3 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი:

– მე და ჩემი მეგობრები პარკში წამოგვიყვანეს, აქ ძალიან კარგია, ბევრი ვითამაშეთ და ვიხტუნეთ.

ძალიან ბევრი ითამაშეს, იხტუნეს და ისრიალეს. პატარებს განსაკუთრებით ბატუტი, თავიანთი ენით „გაბერილი სახლი“ მოეწონათ. ხანგრძლივი გართობის მიუხედავად ბავშვები დაღლას ვერ გრძნობდნენ და აღმზრდელებთან ერთად ბევრ სახალისო და შემეცნებით თამაშს თამაშობდნენ.

ქეთევან მენაბდიშვილი, №3 საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგი:

– მინდა  პატარებს ჩვენი ქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი დავათვალიერებინო,  დღეს ისინი პარკში მოვიყვანეთ, ძალიან მოგვწონს აქაურობა,  ყველაფერს ქალის ხელი ეტყობა, სისუფთავეა და თვალში საცემი ხდება თითოეული ბუჩქი თუ წვრილმანი ნიუანსი.

თამაშისა და გართობის შემდეგ, კულტურისა და პარკის დირექტორი მადონა ჭელიძე პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდა.

დარეჯან ჩარკვიანი, დირექტორის მოადგილე:

– ხშირად გვსტუმრობენ პატარები და არა მარტო პატარები, სტუმრები კმაყოფილები გვრჩებიან, მოსწონთ აქაურობა და თავს კომფორტულად გრძნობენ.

11543182_805427482905329_545826762_o 11638951_805428616238549_269301444_o 11642101_805429586238452_1289323069_o 11641914_805430616238349_542540851_o 11543133_805429606238450_1008575916_o 11535446_805430696238341_1670276269_o


Share.

Comments are closed.